ეროვნული ლიგა | „იბერიამ“ ფოთის „კოლხეთი“ დაამარცხა და პირველ ადგილზეა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | „იბერიამ“ ფოთის „კოლხეთი“ დაამარცხა და პირველ ადგილზეა #1TVSPORT

ფოთის „კოლხეთმა“ ეროვნულ ლიგაში თბილისის „იბერიას“ უმასპინძლა და 10 მოთამაშით დარჩენილი 1:2 დამარცხდა.

ქობულეთის საფეხბურთო ცენტრში გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი „იბერიამ“ მოიგო – 42-ე წუთზე სტუმართა შეტევა ფლორის ჯავის ზუსტი დარტყმით დასრულდა. 45+2-ე წუთზე მასპინძლების მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა – არბიტრმა საბა ფირანაშვილს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა.

10 მოთამაშით დარჩენილმა ფოთელებმა მეორე ტაიმი შესანიშნავად დაიწყეს და 50-ე წუთზე გიორგი მელქაძის გადაცემით „იბერიას“ დავით ზურაბიანმა გაუტანა. თბილისელებმა 76- წუთზე მიზანს მაინც მიაღწიეს – ფლანგუირი გადაცემა შეიკნე სილამ დააგვირგვინა და „იბერიას“ სამი ქულა მოუტანა – 2:1.

ამ გამარჯვებით თბილისურმა კლუბმა 16 ქულა დააგროვა და დროებით პირველ ადგილზე დაწინაურდა (გათამაშების ლიდერი ბათუმის „დინამო“ მე-7 ტურის შეხვედრას 8 აპრილს ჩაატარებს), „კოლხეთი“ კი მე-5 პოზიციაზე დარჩა.