ეროვნული ლიგა | „იბერიამ“ და „თელავმა“ რიცხობრივი უპირატესობით ვერ ისარგებლეს #1TVSPORT
ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 22-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა და ორივე ფრედ დასრულდა.
„მიხეილ მესხი არენაზე“ „იბერიამ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა. 37-ე წუთზე სტუმრებს მცველი ნიკა კალანდარიშვილი გაუძევეს, თუმცა მოქმედმა ჩემპიონმა რიცხობრივი უპირატესობით ვერ ისარგებლა და მხოლოდ ქულა მოიპოვა – 0:0.
რიცხობრივი უპირატესობა ვერც „თელავმა“ გამოიყენა, რომელმაც „კავკასიონი არენაზე“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა. სტუმრები მე-20 წუთზე კაცნაკლულები დარჩნენ – მეორე ყვითელი ბარათით არბიტრმა ჯაბა კანკავა გააძევა. 79-ე წუთზე კი წითელი ბარათი „დინამოს“ განელმა ლეგიონერმა, ბარნს ოსეიმაც მიიღო.