ეროვნული ლიგა | გორის „დილას“ ლევან კორღალიძე გაწვრთნის #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | გორის „დილას“ ლევან კორღალიძე გაწვრთნის #1TVSPORT

შეთანხმება მიღწეულია, გორის „დილას“ 46 წლის სპეციალისტი ლევან კორღალიძე გაწვრთნის, – ინფორმაციას გორის კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან კორღალიძემ სამწვრთნელო კარიერა „იბერიის“ აკადემიაში დაიწყო. შემდეგ თბილისის „ლოკომოტივში“ ასისტენტის პოზიციაზე მუშაობდა, რის შემდეგაც ამავე გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა. მოგვიანებით კარიერა თბილისის „იბერიაში“ გააგრძელა, სადაც სხვადასხვა დროს რამდენჯერმე დაბრუნდა და გუნდს როგორც საქართველოს ჩემპიონის, ასევე საქართველოს თასის ტიტულები მოაგებინა.

კორღალიძეს საქართველოს ფარგლებს გარეთ მუშაობის გამოცდილებაც აქვს – 2023-24 წლების სეზონში ის ყაზახური „ჟენისის“ მთავარი მწვრთნელი იყო. მისთვის „დილა“ უცხო გარემო არ იქნება – 2013-14 წლების სეზონში გორის გუნდის ღირსებას ფეხბურთელის რანგში იცავდა.

„დილას“ ახალი მთავარი მწვრთნელის წარდგენა და პრესკონფერენცია 14 მაისს, 14:00 საათზე თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

14:30 საათზე კორღალიძე „დილას“ გულშემატკივრებს შეხვდება.