ეროვნული ლიგა | გორის „დილამ“ „მეშახტე“ დაამარაცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მორიგი შეხვედრა გორში გაიმართა, სადაც „დილამ“ ტყიბულის „მეშახტე“ მიიღო და 3:1 დაამარცხა.
ანგარიში „მეშახტემ“ გიორგი გოგოლაშვილის მიერ გატანილი ბურთით მე-15 წუთზე გახსნა, მაგრამ შოთა შეყილაძის დუბლითა და მუჰამედ დიუფის გოლით გორელებმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს.
21 ტურის შემდეგ „დილა“ 29 ქულით მე-6 ადგილზეა, ტყიბულის „მეშახტეს“ კი 11 ქულა აქვს და კვლავ ბოლო, მე-10 პოზიციაზე დარჩა.