ეროვნული ლიგა | გორის „დილამ“ დანიური კლუბიდან ლატვიის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა #1TVSPORT

17:01, 04.08.2026

კრისტაპს გრაბოვსკისი გორის „დილაში“ ითამაშებს. ლატვიის ნაკრების 21 წლის ნახევარმცველის ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია დანიურმა კლუბმა, „ბოლდკლუბენ 1893“-მა (B93) გაავრცელა.

დანიის რანგით მეორე დივიზიონის წარმომადგენელმა კრისტაპს გრაბოვსკისი საქართველოში იჯარის წესით გამოუშვა. B93-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ცნობაში მითითებულია, რომ 21 წლის ლატვიელი ლეგიონერი „დილაში“ 2026/27 წლების სეზონში ითამაშებს.

გრაბოვსკისი პოზიციით შემტევია. იგი B93-ს 2025 წლის ზაფხულში „მეტადან“ შეუერთდა და მას შემდეგ კლუბის შემადგენლობაში 28 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 2 გოლი გაიტანა.

დანიურ გუნდში ასპარეზობის პერიოდში 21 წლის ფეხბურთელი ლატვიის ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს. მან სადებიუტო შეხვედრა 2025 წლის ოქტომბერში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ინგლისის წინააღმდეგ ჩაატარა და მას შემდეგ ეროვნული გუნდის მაისურით ოთხჯერ ითამაშა.

მსგავსი