ეროვნული ლიგა | გორის „დილამ“ და ბათუმის „დინამომ“ ფრედ ითამაშეს #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | გორის „დილამ“ და ბათუმის „დინამომ“ ფრედ ითამაშეს #1TVSPORT

გორის „დილამ“ ეროვნულ ლიგის მე-6 ტურში ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და ფრედ ითამაშა – 1:1.

თამაში გორელებმა აქტიურად დაიწყეს და მომენტებიც შექმნეს, მაგრამ გოლი საკუთარ კარში მიიღეს – მე-13 წუთზე ბათუმელების კონტრშეტევა შედეგიანად ჯალენ ბლესამ დააგვირგვინა.

მეორე ტაიმში „დილამ“ დიდი ძალებით შეუტია და ანგარიში გაათანაბრა – 79-ე წუთზე, ირაკლი ბუღრიძის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ, ბათუმელებს გორელთა ცენტრალურმა მცველმა, ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გაუტანა.

ბათუმის „დინამომ“ 12 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა, ხოლო გორის „დილა“ 11 ქულით მეორე პოზიციას იკავებს.