ეროვნული ლიგა | გორის „დილა“ ორ საშინაო თამაშს მაყურებლის გარეშე ჩაატარებს #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | გორის „დილა“ ორ საშინაო თამაშს მაყურებლის გარეშე ჩაატარებს #1TVSPORT

გორის „დილა“ მომდევნო ორ საშინაო მატჩს მაყურებლის გარეშე ჩაატარებს – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ჩვენი გუნდი მომდევნო ორ საშინაო მატჩს, 2 ივნისს ფოთის „კოლხეთთან“ და 3 აგვისტოს „გაგრასთან“ მაყურებლის გარეშე ჩაატარებს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი თბილისის „დინამოსთან“ მატჩისას გულშემატკივართა გარკვეული ჯგუფების მხრიდან ტრიბუნაზე არასათანადო ქცევა გახდა“, – წერია „დილას“ ოფიციალურ გვერდზე.

ეროვნულ ლიგაში გამართული 17 ტურის შემდეგ „დილა“ 38 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „იბერიას“ 6-6 ქულით ასწრებს.