ეროვნული ლიგა | „გარეჯმა“ ფოთის „კოლხეთი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT

23:18, 08.05.2025

საგარეჯოს „გარეჯმა“ ეროვნულ ლიგაში ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 4:1.

საქართველოს ჩემპიონატის მე-13 ტურის შეხვედრაში, რომელიც „მიხეილ მესხი 2“-ზე გაიმართა, გიორგი მიქაძის გუნდმა ანგარიში მე-18 წუთზე გახსნა – სტუმართა კარი ვახტანგ ბედოშვილმა აიღო, 38-ე წუთზე კი ლევან პაპავამ პენალტი უნაკლოდ შეასრულა.

შესვენების შემდეგ ფოთელები ვითარების გამოსწორებას შეეცადნენ, მაგრამ „გარეჯმა“ მესამე გოლიც გაიტანა – საგარეჯოელების კონტრშეტევა 59-ე წუთზე ვახტანგ ბედოშვილმა ულამაზესი გოლით დააგვირგვინა.

„კოლხეთმა“ სხვაობა გიორგი აბუაშვილის დარტყმით შეამცირა, მაგრამ 89-ე წუთზე მათე ქომეთიანმა სამბურთიანი სხვაობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:1.

13 ტურის შემდეგ „გარეჯმა“ 12 ქულა დააგროვა, ბოლო ადგილს თავი დააღწია და მე-8 ადგილზეა, „კოლხეთი“ (11) კი მე-9 პოზიციაზეა.

მსგავსი