ეროვნული ლიგა | „გარეჯისა“ და „იბერიის“ მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT
თბილისის „იბერია“ ეროვნულ ლიგაში საგარეჯოს „გარეჯს“ ესტუმრა და დაცვაში უყურადღებობის გამო გამარჯვება ბოლო წუთებზე ხელიდან გაუშვა – 1:1.
მოქმედმა ჩემპიონმა ლიგის დებიუტანტს შეხვედრის მე-8 წუთზე გაუტანა, გოლი ლუკა სილაგაძის ანგარიშზეა. „იბერია“ გამარჯვების რეალურ შანსს ინარჩუნებდა, თუმცა 86-ე წუთზე გიორგი გოგოლაშვილმა წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
17 ტურის შემდეგ „იბერიამ“ 41 ქულით პირველობა შეინარჩუნა, თუმცა „დილამ“ (35) ჩამორჩენა შეამცირა. რაც შეეხება „გარეჯს“, (15) მე-8 ადგილზე დაქვეითდა – მას „სამგურალმა“ (16) დამატებითი მაჩვენებლებით გადაასწრო.