ეროვნული ლიგა | „გარეჯის“ დამარცხებით „დინამო თბილისი“ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადავიდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | „გარეჯის“ დამარცხებით „დინამო თბილისი“ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადავიდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-14 ტური „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართული მატჩთ დასრულდა – საგარეჯოს „გარეჯმა“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და დაძაბულ დაპირისპირებაში 1:2 დამარცხდა.

ლადო კაკაშვილის გუნდმა თამაში კარგად წარმართა და შესვენებამდე (45+1) ნიკა ნინუას მიერ გატანილი ბურთით დაწინაურდა. „დინამომ“ უპირატესობა მეორე ტაიმში გაზარდა – 50-ე წუთზე ვაკო გვილიამ „გარეჯის“ კარი მეორედ აიღო და თავი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა.

61-ე წუთზე თამაზ ცეცხლაძემ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. საგარეჯოელებმა შეხვედრის გადარჩენა სცადეს და დიდი ძალებით შეუტიეს, საგოლე შანსებიც ჰქონდათ, მაგრამ ვერ ისარგებლეს.

„დინამო თბილისმა“ 14 ტურის შემდეგ 25 ქულა დააგროვა, ბათუმის „დინამოს“ (24) გადაასწრო და მესამე ადგილზეა, ხოლო „გარეჯი“ (12) მე-8 პოზიციაზე დარჩა.