ეროვნული ლიგა | „გარეჯი“ სადებიუტო შეხვედრაში ბათუმის „დინამოს“ დაუზავდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | „გარეჯი“ სადებიუტო შეხვედრაში ბათუმის „დინამოს“ დაუზავდა #1TVSPORT

საგარეჯოს „გარეჯმა“ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო შეხვედრა ბათუმის „დინამოსთან“ გამართა და 0:0 დაასრულა.

დიდთოვლობის გამო გუნდებმა ეროვნული ლიგის პირველ ტურში ვერ ითამაშეს, ამიტომ მათთვის სეზონი ამ დაპირისპირებით დაიწყო, რომელსაც „მიხეილ მესხი 2“-მა უმასპინძლა და დაძაბული გამოდგა.

ბათუმის „დინამო“ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ საგარეჯოელები კონტრშეტევაზე მეტოქეს პრობლემებს უქმნიდნენ. საგოლე მომენტებიც ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ გოლის გატანა ვერცერთმა მოახერხა.

ეროვნულ ლიგაში შემდეგი ტური 9 მარტს ქუთაისის „ტორპედოსა“ და „თელავის“ მატჩით დაიწყება, ხოლო დარჩენილი ოთხი მატჩი 10 მარტს გაიმართება.