ეროვნული ლიგა | „გაგრისა“ და „სპაერის“ მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 21-ე ტური აუტსაიდერთა შეხვედრით დასრულდა, „გაგრამ“ კონკურენტ „სპაერს“ უმასპინძლა და ფრედ ითამაშა – 1:1.
49-ე წუთზე „სპაერის“ ფეხბურთელი ნიკოლოზ კენჭაძე გააძევეს. „გაგრამ“ რიცხვობრივი უპირატესობით 78-ე წუთზე ისარგებლა – ანგარიში დავით მუჯირმა გახსნა, მაგრამ კაცნაკლულმა „სპაერმა“ იბრძოლა, 82-ე წუთზე ნიკა ჩაგუნავას მიერ გატანილი ბურთით წონასწორობა აღადგინა და ქულა მოიპოვა.
ეროვნული ლიგა. სატურნირო მდგომარეობა