ეროვნული საფეხბურთო ლიგის მეორე ტური თბილისში გამართული შეხვედრით დაიწყო – „გაგრამ“ გორის „დილას“ უმასპინძლა და ფრედ ითამაშა – 0:0.
საგოლე მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ შემტევებს ხან სიზუსტე აკლდათ, ხან მეკარეები მოქმედებდნენ საიმედოდ და კარი „მშრალად“ შეინახეს.
პირველი ტურის შეხვედრა „დილამ“ უამინდობის გამო გამოტოვა, „გაგრა“ კი ქუთაისის „ტორპედოსთან“ დამარცხდა, ახლა კი სეზონში პირველი ქულა მოიპოვა.
ტურის დარჩენილი ორი შეხვედრაც დღეს გაიმართება:
19:00 | „დინამო თბილისი“ – „სამგურალი“
20:00 | „გარეჯი“ – „დინამო (ბათუმი)