ეროვნული ლიგა | „გაგრამ“ „სამგურალს“ მოუგო და სატურნირო ცხრილში გადაასწრო #1TVSPORT

22:13, 07.05.2025

ეროვნული ლიგის მე-13 ტურში წყალტუბოს „სამგურალმა“ „გაგრას“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

„სამგურალი“ შეხვედრას საკადრო ცვლილებით შეხვდა – იტალიელი მთავარი მწვრთნელი როდოლფო ვანოლი საგარეჯოს „გარეჯთან“ წაგების შემდეგ გადადგა, წყალტუბოს გუნდი კი მოედანზე მთავარი მწვრთნელის მოავალეობის შემსრულებელმა, გიორგი ნერგაძემ გაიყვანა.

დაპირისპირებაში, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრში გაიმართა, ანგარიში სტუმრებმა მე-2 წუთზე გახსნეს – ვანდერსონ სილვას გადაცემის შემდეგ ჯუდ არტურმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

„სამგურალი“ თამაშის გადარჩენას შეეცადა, მაგრამ მატჩის ბოლოს საკუთარ კარში მეორე ბურთი მიიღო – 90+1-ე წუთზე, მათე ცინცაძის გადაცემის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე გიორგი ხარებაშვილი აღმოჩნდა და ზუსტად დაარტყა.

წყალტუბოს „სამგურალი“ 12 ქულით მე-7 ადგილზეა, ხოლო „გაგრამ“ 14 ქულა დააგროვა და მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლა.

მსგავსი