ეროვნული ლიგა | „გაგრამ“ საგარეჯოს „გარეჯთან“ ფრედ ითამაშა #1TVSPORT

21:12, 21.05.2025

„გაგრამ“ ეროვნული ლიგის მე-16 ტურში საგარეჯოს „გარეჯს“ უმასპინძლა – შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს – 45-ე წუთზე „გაგრის“ კარში დანიშნული პენალტი საგარეჯოელთა საუკეთესო ბომბარდირმა, ლევან პაპავამ გამოიყენა.

„გაგრამ“ წონასწორობა მე-60 წუთზე აღადგინა. საგარეჯოელთა მცველმა ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც საჯარიმოს სიახლოვესთან გიორგი პაპუაშვილს მიუგორდა და მისი ძლიერი დარტყმის შემდეგ კარის ბადეში აღმოჩნდა.

16 ტურის შემდეგ „გაგრა“ 17 ქულით მე-6 პოზიციაზე დარჩა, ხოლო საგარეჯოს „გარეჯი“ (14) მას ერთი საფეხურით ჩამორჩება.

მსგავსი