ეროვნული ლიგა | „გაგრამ“ ორი პენალტი ვერ გამოიყენა, თუმცა „თელავი“ მაინც დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | „გაგრამ“ ორი პენალტი ვერ გამოიყენა, თუმცა „თელავი“ მაინც დაამარცხა #1TVSPORT

„თელავმა“ ეროვნული ლიგის მე-8 ტურში „გაგრას“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ორი პენალტი არ გაუშვა, მაინც 0:1 დამარცხდა.

„კავკასიონი არენაზე“ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და უჩვეულო შეხვედრა გაიმართა. პირველ ტაიმში შემტევები დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდნენ.

მეორე ნახევარი ბევრად საინტერესო გამოდგა. 65-ე წუთზე სტუმრებს ანგარიშის გახსნა შეეძლოთ. „გაგრას“ ნახევარმცველის, ოთარ გაგნიძის შეტევა მასპინძელთა მოთამაშემ, ელდარ პარკინაშვილმა ხელით შეაჩერა და პენალტი დაინიშნა. თუმცა „გაგრას“ ნახევარმცველმა, მათე ცინცაძემ ბურთი კარს გადააცილა და შესანიშნავი შანსი ვერ გამოიყენა.

70-ე წუთზე „გაგრამ“ კიდევ ერთი შანსი მიიღო — მასპინძელთა კარში მეორე პენალტი დაინიშნა, რომელიც ოთარ გაგნიძემ შეასრულა. ამჯერად ბურთი „თელავის“ მეკარემ, ლევან თანდილაშვილმა მოიგერია, თუმცა დამატებაზე ზურაბ ჭავჭანიძე აღმოჩნდა ზუსტი და გოლი გაიტანა.

8 ტურის შემდეგ „გაგრამ“ 10 ქულა დააგროვა — იმდენივე, რამდენიც „თელავმა“, თუმცა ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის წყალობით, მოწინააღმდეგეს გადაასწრო და მე-5 ადგილზეა.