ეროვნული ლიგა | „გაგრამ“ კონკურენტი „სამგურალი“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში „გაგრამ“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და უშუალო კონკურენტთან დაპირისპირება 2:0 მოიგო.
22-ე ტურის შეხვედრა, რომელიც „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გაიმართა, „გაგრამ“ კარგად დაიწყო – ანგარიში 28-ე წუთზე რიჩმონდ ადეიეიემ გახსნა. 37-ე წუთზე მასპინძლებს გია ნადარეიშვილი გაუძევეს და „გაგრა“ კაცნაკლული დარჩა.
დიდი მცდელობის მიუხედავად, „სამგურალმა“ რიცხობრივი უპირატესობით ვერ ისარგებლა, „გაგრამ“ კი მეორე ბურთიც გაიტანა – მე-60 წუთზე თავი დავით მუჯირმა გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
უშუალო კონკურენტის დამარცხების შემდეგ „გაგრამ“ 26 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, „სამგურალი“ (23) კი მე-7 პოზიციაზეა.