ეროვნული ლიგა | „გაგრამ“ „კოლხეთი“ დაამარცხა, „დილამ“ – „თელავი“ #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 23-ე ტურის ბოლო ორი შეხვედრა ფოთსა და გორში გაიმართა – „კოლხეთმა“ „გაგრას“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა, ხოლო „დილამ“ შინ „თელავს“ 1:0 სძლია.
„ფაზისის“ სტადიონზე გამართული დაპირისპირება „გაგრამ“ კარგად დაიწყო და 22-ე წუთზე გიორგი ხარებავას ავტოგოლით დაწინაურდა. 35-ე წუთზე ფოთელების შემტევმა ნახევარმცველმა, დიტო ფაჩულიამ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე კლაუდინეიმ სტუმრებს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.
„თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ „დილა“ ერთ-ერთი აუტსაიდერის, „თელავისგან“ დიდ წინააღმდეგობას წააწყდა. 70-ე წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა უნაკლოდ შეასრულა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.
23 ტურის შემდეგ გორის „დილა“ 50 ქულით მეორე პოზიციაზეა და ლიდერ „იბერიას“ (52) ორი ქულით ჩამორჩება, „გაგრა“ 29 ქულით მეექვსე ადგილზეა, „თელავი“ (18) – მეცხრეზე, ხოლო „კოლხეთი“ (15) ბოლო, მე-10 პოზიციას იკავებს.