ეროვნული ლიგა | „გაგრამ“ ბრაზილიელი და ქართველი ფეხბურთელი დაიმატა #1TVSPORT

20:35, 20.02.2025

საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ ახალი სეზონისთვის ემზადება და რამდენიმე ტრანსფერი განახორციელა. გუნდის მორიგი ახალწვეული პედრო ბორგესია, რომელსთანაც კლუბმა კონტრაქტი უკვე გააფორმა.

„გაგრას“ გააძლიერებს 20 წლის თავდამსხმელი დავით გოცირიძეც, რომელიც „დინამო თბილისის“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელია. ის ქართული ფეხბურთის ლეგენდის, რამაზ შენგელიას შვილიშვილი და ახლო წარსულში ცნობილი მოთამაშისა და მწვრთნელის, რევაზ გოცირიძის შვილია.

შეგახსენებთ, რომ „გაგრამ“ ცოტა ხნის წინ თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი გაბედავა, ვანდერსონ სილვა და მეკარე რომან სტეპანოვი დაიმატა, ხოლო ნახევარმცველი ზაზა ციცქიშვილი ყაზახურ „ატირაუში“ გაუშვა.

მსგავსი