ეროვნული ლიგა | ფოთის „კოლხეთმა“ ოთხი ახალწვეული წარადგინა #1TVSPORT
ფოთის „კოლხეთმა“ „ფაზისის“ სტადიონზე ივარჯიშა და გუნდის ახალწვეულები წარადგინა.
გუნდის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ცნობით, ორი ახალწვეული ეროვნული ლიგიდანაა – „გაგრის“ 18 წლის მეკარე, ალექსანდრე დადეშქელიანი და 20 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი ჯონათან დოს სანტოს კამარგო, რომელიც ქუთაისის „ტორპედოდან“ ერთწლიანი იჯარით დაიმატეს.
„კოლხეთმა“ კონტრაქტი გაუფორმა ორ უკრაინელ ლეგიონერს – 21 წლის რომან პლიუშჩს და თავდამსხმელ ევგენი ლეშჩინსკის – ისინი სლოვაკურ „შამორინში“ თამაშობდნენ.
უკრაინელმა მოთამაშეებმა „კოლხეთში“ პირველი მატჩიც გამართეს – ფოთელებმა ბათუმში ისრაელის „კაფრ ქასიმი“ 1:0 დაამარცხეს.