ეროვნული ლიგა | ფოთის „კოლხეთისა“ და „დინამო თბილისის“ მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-3 ტურში ფოთის „კოლხეთმა“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.
შეხვედრა ქობულეთის საფეხბურთო ცენტრში გაიმართა, ნაცვლად ფოთის „ფაზისი არენისა“, სადაც „კოლხეთს“ სეზონი უნდა დაეწყო. თუმცა, ფოთელებმა მშობლიურ არენაზე დაბრუნება ჯერ კიდევ ვერ მოახერხეს.
„დინამოს“ რიგებში ითამაშეს საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველებმა – ჯაბა კანკავამ და ვაკო გვილიამ, რომლებიც განაცხადში წინა ტურში ვერ მოხვდნენ. თბილისელთა შემადგენლობაში გამოჩნდა განელი თავდამსხმელი ჯონ არტურიც.
შეხვედრა თბილისელთა უპირატესობით მიმდინარეობდა. სტუმრებმა რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნეს, თუმცა „კოლხეთი“ მეტოქეს არაფერს უთმობდა და საკუთარი შანსებიც ჰქონდა.