ეროვნული ლიგა | ფოთის „კოლხეთი“ კიდევ სამმა ფეხბურთელმა დატოვა #1TVSPORT

19:45, 07.06.2025

ფოთის „კოლხეთი“ კიდევ სამ მოთამაშეს დაემშვიდობა – ეროვნული ლიგის გუნდის საკადრო ცვლილებებზე სიახლეებს კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ფოთის „კოლხეთი“ მეკარეებმა იაროსლავ კოტლიაროვმა, მიროსლავ ზნოვენკომ და მცველმა, არჩილ დათუაშვილმა დატოვეს. ჩვენი გუნდი მადლობას უხდის მათ ფოთელთა რიგებში გაწეული სამსახურისათვის და წარმატებებს უსურვებს“.

ეროვნული ლიგის დასრულების შემდეგ „კოლხეთი“ უკვე რვა მოთამაშემ დატოვა – აღნიშნული სამეულის გარდა, გუნდიდან ერეკლე ჯიჯავაძე, ბექა ხარშილაძე, დავით ზურაბიანი, კირილ კლიმოვი და ცოტნე ჩიქოვანი წავიდნენ.

მსგავსი