ეროვნული ლიგა | ფოთის „კოლხეთი“ კახა ჩხეტიანმა დატოვა – გუნდს დავით კვირკველია გაწვრთნის #1TVSPORT
ფოთის „კოლხეთის“ მთავარი მწვრთნელი დავით კვირკველია იქნება, მან კახა ჩხეტიანი შეცვალა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ფოთის „კოლხეთის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა კახა ჩხეტიანმა. დღეს იგი გუნდის წევრებს შეხვდა, მადლობა გადაუხადა ხელმძღვანელობას, ადმინისტრაციასა და ფეხბურთელებს.
„კოლხეთის“ სრული შემადგენლობა მისი მადლიერია, კარიერაში – დიდ გამარჯვებებს, ხოლო პირად ცხოვრებაში ულევ სიხარულს უსურვებს.
გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დავით კვირკველია დაინიშნა, რომელსაც ჩვენს კლუბში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. იმედია, ეს დაეხმარება „კოლხეთთან“ ერთად წარმატებების მიღწევაში“, – აღნიშნულია კლუბის განცხადებაში.