ეროვნული ლიგა | ერთი ნაბიჯი ჩემპიონობამდე - „დინამო თბილისმა“ წყალტუბოში ქულა მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 35-ე ტურში წყალტუბოში „დინამო თბილისმა“ „სამგურალთან“ ფრედ 1:1 ითამაშა და უმნიშვნელოვანესი ქულა მოიპოვა.

თბილისელებს ამ ტურამდე 76 ქულა ჰქონდათ. „დინამოს“ ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქესთან მინმუმ ქულა სჭირდებოდა, რათ ბათუმის „დინამოსთან“ (73) სხვაობა შეენარჩუნებინა. თავის მხრივ, „სამგურალი“ ევროტურნირებზე მოსახვედრად იბრძვის და შედეგს მათთვისაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

21-ე წუთზე, ჯეფერსონ ჯერალდოს პასის შემდეგ, ანგარიში მასპინძელთა თავდამსხმელმა გიორგი ნიქაბაძემ ეფექტური თავური დარტყმით გახსნა. მეორე ტაიმში „დინამომ“ ტემპს მოუმატა. 56-ე წუთზე ულად-ომარ იმრანმა წონასწორობა აღადგინა და საბოლოოდ შეხვედრა 1:1 დასრულდა.

ბოლო ტურში, 3 დეკემბერს გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი „დინამო არენაზე“ „გაგრას“ უმასპინძლებს და, გამარჯვების შემთხვევაში, ორწლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონობას დაიბრუნებს.