ეროვნული ლიგა | „დინამო თბილისმა“ „იბერია“ დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ლიგის 25-ე ტურის ცენტრალური მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართა – „დინამო თბილისი“ „იბერიას“ დაუპირისპირდა და 2:1 სძლია.
იბერიელმა გურამ გოშთელიანმა ანგარიში მე-5 წუთზე გახსნა, მაგრამ 23-ზე „დინამოს“ სწრაფი კონტრშეტევა გიორგი ხარაიშვილმა დააგვირგვინა, რომელიც მატჩის გმირი გახდა. „იბერიის“ ყოფილმა კაპიტანმა მე-80 წუთზე საგოლე გადაცემაც შეასრულა, რომლითაც ირაკლი სირაძემ გაიტანა და მასპინძლებს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.
„დინამო თბილისმა“ 25 ტურის შემდეგ 41 ქულა მოიპოვა და სამეულში მყარად დაიმკვიდრა ადგილი, ხოლო „იბერია“, რომელიც მთელი სეზონი ლიდერობდა, 52 ქულით დარჩა და გორის „დილამ“ (56) კიდევ უფრო გადაასწრო.