ეროვნული ლიგა | „დინამო თბილისმა“ ფოთის „კოლხეთი“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში „დინამო თბილისმა“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 3:0.
თბილისელთაგან პირველ ტაიმში გოლების გატანა მათე ვაწაძემ და თორნიკე მორჩილაძემ მოახერხეს და შესვენებაზე მასპინძლები ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ.
მეორე ტაიმში ფოთელები მდგომარეობის გამოსწორებას შეეცადნენ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს, მატჩის მიწურულს კი შეცვლაზე შესულმა ნოდარ ლომინაძემ „კოლხეთის“ კარში მესამე ბურთი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„დინამო თბილისმა“ 19 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, „კოლხეთი“ კი 11 ქულით მეშვიდე პოზიციას იკავებს.