ეროვნული ლიგა | „დინამო თბილისმა“ „დილა“ დაამარცხა და მეორე ადგილზეა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 23-ე ტურის ბოლო შეხვედრაში „დინამო თბილისმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა და დაძაბული ბრძოლა 2:1 მოიგო.
საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა თამაში კარგად დაიწყო. ანგარიში ნიკა ნინუამ მე-11 წუთზე გახსნა, მეორე ტაიმში მაქს ტეიშეირამ სხვაობა ორამდე გაზარდა. სტუმართაგან ბლანკსონ ანოფმა 69-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, მაგრამ გორელებმა თამაში ვეღარ გადაარჩინეს.
ეროვნული ლიგა. სატურნირო მდგომარეობა