ეროვნული ლიგა | „დილამ“ გასვლით მატჩში ფოთის „კოლხეთი“ დაამარცხა #1TVSPORT

20:33, 24.05.2025

ეროვნულ ლიგაში მე-17 ტური ფოთში გამართული შეხვედრით გაიხსნა – „კოლხეთმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

ანგარიში გორელებმა 37-ე წუთზე ალექსანდრე ანდრონიკაშვილის მიერ გატანილი ბურთით გახსნეს. 45+8-ე წუთზე გიორგი აბუაშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა, თუმცა დამატებაზე მაინც გაიტანა და შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ – 1:1.

62-ე წუთზე იბრაჰიმა დრამეს სტუმართა დაწინაურება შეეძლო, მაგრამ „კოლხეთის“ მეკარე დემეტრე ბულისკერიამ ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეძლო პენალტის მოგერიება. თუმცა მე-80 წუთზე ოთარ ფარულავას დარტყმულს ვერაფერი მოუხერხა და „დილამ“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

17 ტურის შემდეგ 35 ქულით გორელები მეორე ადგილზე არიან, ხოლო „კოლხეთი“ 13 ქულით კვლავ მერვე ადგილზეა.

მსგავსი