ეროვნული ლიგა | „დილამ“ „გაგრა“ დაამარცხა და „იბერიასთნ“ ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა #1TVSPORT

23:17, 10.08.2025

გორის „დილა“ ეროვნული ლიგის მე-20 ტურში „გაგრას“ „პეტრო არენაზე“ ესტუმრა, 1:0 დაამარცხა და გათამაშების ლიდერთან, თბილისის „იბერიასთან“ ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა.

გორელებმა მიზანს მეორე ტაიმში მიაღწიეს – 76-ე წუთზე, სტუმართა სწრაფი შეტევის დროს შოთა შეყილაძემ ბურთი ჟან-მარკ ტიბუეს გადააწოდა, რომელმა ზუსტი დარტყმით „დილას“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

20 ტურის შემდეგ „დილამ“ 44 ქულა დააგროვა და ეროვნული ლიგის ლიდერთან, „იბერიასთან“ (45) ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა, ხოლო „გაგრა“ (20) მე-7 პოზიციაზეა.

მე-20 ტურში მხოლოდ ერთი შეხვედრა დარჩა გასამართი – 11 აგვისტოს, 20:00 საათზე „მიხეილ მესხი 2“-ზე საგარეჯოს „გარეჯი“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს.

მსგავსი