საგარეჯოს „გარეჯს“ გამოცდილი თავდამსხმელი დავით სხირტლაძე შეუერთდა – ინფორმაციას ეროვნული ლიგის კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
დავით სხირტლაძე 32 წლისაა. ის 2011 წლის იანვარში დანიურ „ორჰუსში“ ჩაირიცხა. სარეზერვო გუნდში რამდენიმე თვის გატარების შემდეგ, მას საბოლოოდ პროფესიული კონტრაქტი გაუფორმეს და პირველ გუნდს შეუერთდა.
2016 წლის იანვარში სხირტლაძე თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა „სილკებორგში“, რომელიც 2018 წლის სექტემბერში ორმხრივი შეთანხმების შემდეგ დატოვა. მერე იყო ტრნავის „სპარტაკი“, რიგის რფს, გდინიას „არკა“, „დინამო თბილისი“, „ვიბორგი“, „ქოჯაელისპორი“, ბოლოს, 2025 წლიდან კი „იბერია 1999-ში“ თამაშობდა. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი, ხოლო 2016-2017 წლებში საქართველოს ეროვნულ გუნდში იწვევდნენ (4 მატჩი).