ეროვნული ლიგა | ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის მატჩი ფრედ დასრულდა – გამარჯვებული ვერც თელავში გამოვლინდა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში მე-20 ტური თელავსა და თბილისში გამართული ორი შეხვედრით დაიწყო, რომლებიც ფრედ დასრულდა.
„კავკასიონი არენაზე“ „თელავმა“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა. ანგარიში მე-20 წუთზე ულამაზესი დარტყმით ნიკოლოზ ქუთათელაძემ გახსნა და ახალ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა. 76-ე წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ წონასწორობა „თელავის“ კაპიტანმა, დაჩი ცნობილაძემ აღადგინა და საბოლოოდ მატჩი 1:1 დასრულდა.
თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონი თბილისის „იბერია“ და ვიცე-ჩემპიონი ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდნენ. თამაში გატანილი გოლის გარეშე, 0:0 დასრულდა.
20 ტურის დარჩენილი სამი მატჩი 10 და 11 აგვისტოს გაიმართება:
10 აგვისტო, კვირა
20:00 | „დინამო თბილისი“ – „სამგურალი“
თბილისი, „მიხეილ მესხი 2“
21:00 | „გაგრა“ – „დილა“
თბილისი, „დავით პეტრიაშვილი არენა“
11 აგვისტო, ორშაბათი
20:00 | „გარეჯი“ – „დინამო“ (ბთ)
თბილისი, „მიხეილ მესხი 2“