ეროვნული ლიგა | ბათუმის „დინამომ“ „თელავი“ დაამარცხა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის მეშვიდე ტურში „თელავს“ უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა, თუმცა ეს ტაბლოზე მხოლოდ 45-ე წუთზე აისახა. საჯარიმოში გათამაშებული შეტევა გიტის პაულაუსკასმა გუნდის კაპიტანს, ლუკა ქაფიანიძეს გაუგრძელა, რომელმაც ანგარიში გახსნა.
შესვენების შემდეგ თამაში იმავე სცენარით გაგრძელდა — „დინამო“ უკეთ გამოიყურებოდა, თამაშს აკონტროლებდა და კიდევ ერთი გოლი გაიტანა. ჯალენ ბლესამ გადაცემა ჩაჭრა, რეზი ინჯგიას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ხოლო საბოლოოდ შეტევა ისევ ესპანელმა თავდამსხმელმა დააგვირგვინა.
ბათუმის „დინამომ“ წაუგებელი სერია შვიდ მატჩამდე გაზარდა და 15 ქულით მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო „თელავი“ მეათე ადგილზე დარჩა.