ეროვნული ლიგა | ბათუმის „დინამომ“ „სამგურალი“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 21-ე ტურის მორიგ შეხვედრას წყალტუბომ უმასპინძლა – „სამგურალმა“ ბათუმის „დინამოს“ მიიღო და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:4.
ზაფხულში გაძლიერებულმა დინამოელებმა შესანიშნავი თამაში ჩაატარეს და პირველივე ტაიმში ავოკე ეშეტიეს, ლუკა წულუკიძისა და დმიტრი მანდრიჩენკოს მიერ გატანილი ბურთებით დიდი უპირატესობა მოიპოვეს. მეორე ტაიმში კი თავი უერდი მარამ გამოიჩინა.
21-ე ტურის ბოლო მატჩი 17 აგვისტოს გაიმართება – დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე „გაგრა“ „სპაერს“ უმასპინძლებს.
ეროვნული ლიგა. სატურნირო მდგომარეობა