ეროვნული ლიგა | აბუაშვილის გოლით ფოთის „კოლხეთმა“ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | აბუაშვილის გოლით ფოთის „კოლხეთმა“ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT

ფოთის „კოლხეთმა“ ეროვნული ლიგის პირველი ტურის გადადებული შეხვედრა სტუმრად „სამგურალს“ მოუგო და სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა – 1:0.

ფეხბურთის ფედერაციის წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრში გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

ფოთელებმა მიზანს მატჩის ბოლოს მიაღწიეს – 89-ე წუთზე დავით ფაღავამ მარჯვენა ფლანგზე სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო და საჯარიმოში გიორგი აბუაშვილი მოძებნა, რომელმაც ზუსტი დარტყმით მიმდინარე სეზონში „კოლხეთის“ პირველი გოლის ავტორი გახდა.

„სამგურალი“ ხუთი ტურის შემდეგ 7 ქულით მე-5 პოზიციაზე დარჩა, ხოლო ფოთის „კოლხეთმა“ 4 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.