ეროვნული ლიგა 2 | „სიონი“ დამარცხდა - „გაგრამ“ პირველობა დაიბრუნა [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2 | „სიონი“ დამარცხდა - „გაგრამ“ პირველობა დაიბრუნა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშება სანაკრებო პაუზის შემდეგ განახლდა. 29-ე ტურის მატჩები განსაკუთრებით მძიმე ლიდერებისთვის გამოდგა, საჩხერეს „ჩიხურა“ კი, ფაქტობრივად, ლიგიდან გავარდნილია.

„რუსთავმა“ გადასასვლელად მებრძოლ „გარეჯს“ მნიშვნელოვანი ქულები წაართვა. „შევარდენმა“ შინ „ვიტ ჯორჯიასთან“ მტკივნეული მარცხი განიცადა, ხოლო ორი „მერანის“ მატჩი თბილისელთა გამარჯვებით და მესამეადგილოსანი მარტვილური კლუბის მტკივნეული წაგებით დასრულდა.

უმნიშვნელოვანესი იყო განმუხურში გამართული შეხვედრა, სადაც ზუგდიდის „დინამომ“ ლიდერს – ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა. მასპინძელთა შემტევის, ვალერი ოლხოვის (57) ულამაზესი გოლი მე-80 წუთზე სტუმართა თავდამსხმელმა, გიორგი ივანიაძემ გაქვითა, მაგრამ გიგლა ბურკაძემ (84) შეხვედრის დასრულებამდე „დინამო“ ხელმეორედ დააწინაურა და ბოლნისელებს ლიდერობა დააკარგვინა.

კონკურენტი „სიონის“ მარცხით „გაგრამ“ ისარგებლა, რომელმაც აუტსაიდერი საჩხერეს „ჩიხურა“ 2:0 დაამარცხა. დუბლი თორნიკე მუმლაძემ შეასრულა, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ საჩხერელთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ამ მოგებით „გაგრამ“ სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნა და „სიონს“ ქულით გადაასწრო.

რუსთავი – გარეჯი 2:1

გოლები: 0:1 ნ. ნოზაძე (32), 1:1 პ. კიტეიშვილი (45+2-პენ), 2:1 კურმაშვილი (64)

შევარდენი – ვიტ ჯორჯია 1:3

გოლები: 0:1 ი. ზარიძე (9), 0:2 გ. გოგილაშვილი (29), 0:3 გ. გოგილაშვილი (39), 1:3 გ. გოგოლაშვილი (86)

გაძევება: ნ. ქორიძე (90+3. შევარდენი)

მერანი (თბ) – მერანი (მ) 2:1

გოლები: 1:0 ვ. შენგელიძე (53), 1:1 ზ. ქანთარია (71), 2:1 ც. ჩიქოვანი (77)

დინამო (ზ) – სიონი 2:1

გოლები: 1:0 ვ. ოლხოვი (57), 1:1 გ. ივანიაძე (80), 2:1 გ. ბურკაძე (84)

გაგრა-ჩიხურა 2:0

გოლები: 1:0 თ. მუმლაძე (43), 2:0 თ. მუმლაძე (87)

1. გაგრა 29 64

2. სიონი 29 63

3. მერანი (მ) 29 49

4. გარეჯი 29 45

5. მერანი (თბ) 29 42

6. შევარდენი 29 37

7. დინამო (ზ) 29 35

8. ჯორჯია 29 33

9. რუსთავი 29 30

10. ჩიხურა 29 6