ეროვნული ლიგა 2-ში საუკეთესოდ ჯეფინიო აღიარეს
ეროვნული ლიგა 2-ში საუკეთესოდ ჯეფინიო აღიარეს

ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება, წელს შეცვლილი ფორმატით – ონლაინ რეჟიმში იმართება.

დაჯილდოების ცერემონიალი უკვე დაიწყო და ცნობილი გახდა პირველი გამარჯვებული – ეროვნული ლიგა 2-ის 2020 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ჯეფერსონ ჯერალდო იგივე ჯეფინიო აღიარეს.

ქობულეთის „შუქურას“ ნახევარმცველმა სეზონი ჩინებულად ჩაატარა და მნიშვნელოვნად განაპირობა, რომ გუნდი ლიგა 2-დან ეროვნულ ლიგაში დაწინაურდა. 2020 წლის ჩემპიონატში ბრაზილიელმა ქობულეთური გუნდის ფორმით 17 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

31 წლის ჯეფინიოს კარიერის დიდი ნაწილი ბრაზილიას უკავშირდება, სადაც სხვადასხვა კლუბებში ასპარეზობდა. „შუქურაში“ 2016 წელს ჩაირიცხა, 2017 წელს კვიპროსში, ახნასეთნიკოში” გადავიდა, თუმცა, საქართველოში დაბრუნდა და მას შემდეგ „შუქურაში“ გამოდის.