ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესოებად „რუსთავის“ ფეხბურთელი და მწვრთნელი აღიარეს
ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესოებად „რუსთავის“ ფეხბურთელი და მწვრთნელი აღიარეს

ეროვნული საფეხბურთო ლიგა 2-ის 2017 წლის სეზონი „რუსთავის“ გამარჯვებით დასრულდა. რუსთაველებმა 83 ქულა მოაგროვეს და მეორე ადგილზე გასულ მარტვილის „მერანს“ სამი ქულით გაასწრეს.

ლიგა 2-ის ბომბარდირი, 30 გოლით, „რუსთავის“ შემტევი, დათა სიჭინავა გახდა, რომელმაც მეორე-მესამე ადგილებზე გასულ თამაზ მაქაცარიასა და სერგეი ტრეტიაკს (21-21 გოლი) საგრძნობლად გაასწრო.

აქედან გამომდინარე, ლოგიკური ჩანდა გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნული ლიგის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს – 2017 წლის სეზონში ეროვნული ლიგა 2-ის 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დათა სიჭინავა დასახელდა, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად – ამავე გუნდის თავკაცი, ვარლამ კილასონია.