ეროვნული ლიგა 2-ს აჭარის საზოგადოებრივი გააშუქებს
ეროვნული ლიგა 2-ს აჭარის საზოგადოებრივი გააშუქებს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას (სფფ) ახალი მედია-პარტნიორი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელია – ის ეროვნული საფეხბურთო ლიგა 2-ის მატჩებს გააშუქებს.

2018 წლის სეზონიდან სფფ-მ ეროვნული ლიგა 2-ის მატჩების ტრანსლაციებიც დაგეგმა – გულშემატკივარი პირდაპირ ეთერში ტურის ცენტრალური შეხვედრის ტელერეპორტაჟს იხილავს.

სფფ-მ ამის თაობაზე შეთანხმების აჭარა ტვ-სთან მიაღწია. ხელშეკრულების თანახმად, ეროვნული ლიგა 2-ის 36-ივე ტურის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს ეს ტელეარხი გადასცემს. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტრესი გასაგებია: ეროვნულ ლიგა 2-ის ფავორიტებიდან ორი ამ რეგიონს წარმოადგებს – ბათუმის ”დინამო” და ქობულეთის ”შუქურა”

ეროვნული ლიგა 2-ის პირველ ტურში აჭარის ტელევიზია ორ მატჩს შემოგთავაზებთ: 1 მარტს ჩემპიონატის გახსნითი მატჩი ჩატარდება, რომელშიც „თელავი“ ბათუმის ”დინამოს“ უმასპინძლებს, ხოლო 3 მარტს, მარტვილში „მერანი“ „გაგრას“ შეხვდება.