ეროვნული ლიგა 2 | „რუსთავს“ გიორგი ცეცაძე გაწვრთნის #1TVSPORT

22:28, 23.04.2025

საფეხბურთო კლუბ „რუსთავის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვარლამ კილასონიამ თანამდებობა დატოვა. მის ნაცვლად გუნდს გიორგი ცეცაძე გაწვრთნის – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ვარლამ კილასონიამ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე საფეხბურთო კლუბ „რუსთავის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. იგი კლუბში მუშაობას ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელად გააგრძელებს. საფეხბურთო კლუბს კი გიორგი ცეცაძე გაწვრთნის“, – აღნიშნულია კლუბის მიერ გავრცელებულს განცხადებაში.

51 წლის გიორგი ცეცაძე ბოლოს საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ თავკაცობდა, რომელთან ერთადაც 2016 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა და სუპერთასი მოიგო. ასევე მუშაობდა რუსთავის „ოლიმპი 2“-ში, გორის „დილაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, „საბურთალოში“, „ლვოვში“, ქუთაისის „ტორპედოსა“ და „თელავში“, საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების მთავრ მწვრთნელად და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტად. 2013 წელს, მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

გიორგი ცეცაძე ორჯერ, 2015 და 2016 წელს, საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

მსგავსი