ეროვნული ლიგა 2 | ლიდერების უიღბლო დღე - „შუქურამ“ კონკურენტი „მერანის“ მარცხით ვერ ისარგებლა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2 | ლიდერების უიღბლო დღე - „შუქურამ“ კონკურენტი „მერანის“ მარცხით ვერ ისარგებლა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-8 ტურის მატჩები გაიმართა, სადაც ლიდერებმა ვერ მოიგეს და შეხვედრები მოულოდნელი შედეგებით დაასრულეს. პირველადგილოსანმა მარტვილის „მერანმა“ აუტსაიდერი „სპაერი“ მიიღო და მოულოდნელად დამარცხდა.

თუმცა მატჩის ძირითადი პერიოდი მარტვილელები იგებდნენ, მაგრამ 65-ე წუთზე მათი საუკეთესო ბომბარდირი შეიკნე სილა გააძევეს. „სპაერმა“ ამის შემდეგ მასპინძელთა კარი სამჯერ აიღო და 2:3 მოიგო.

კონკურენტის გამარჯვებით ვერ ისარგებლა ქობულეთის „შუქურამ“, რომელიც საგარეჯოში „გარეჯს“ ესტუმრა და მე-11 წუთზე ვაკო თევდორაძის პენალტით დაწინაურდა, მაგრამ გამარჯვება ხელიდან 90+3–ე წუთზე გაუშვა – სტუმართა კარი გიორგი ხარებაშვილმა აიღო და ფრე – 1:1.

რუსთავი-დინამო (ზ) 2:1

გოლები: 1:0 ლ. ქემოკლიძე (10), 2:0 მზვაკალი (26), 2:1 მატენჯვა (60)

მერანი (თბ)-სამტრედია 1:0

გოლი: 1:0 ი. დეისაძე (89)

შევარდენი-ვიტ ჯორჯია 1:2

გოლები: 1:0 ა. მოსტოვიი (41), 1:1 ზ. ჭავჭანიძე (58), 1:2 თ. შეყილაძე (64)

გაძევება: შ. ავლოხაშვილი (76. ვიტ ჯორჯია)

მერანი (მ)-სპაერი 2:3

გოლები: 1:0 ლ. ჩალაძე (10), 2:0 შ. სილა (55), 2:1 თ. ბექაური (80), 2:2 ლ. პაპავა (86), 2:3 ლ. პაპავა (90)

გაძევება: შ. სილა (65. მერანი)

გარეჯი-შუქურა 1:1

გოლები: 0:1 თ. თევდორაძე (11-პენ), 1:1 გ. ხარებაშვილი (90+3)

1. მერანი (მ) 8 18

2. შუქურა 8 17

3. მერანი (თბ) 8 16

4. დინამო (ზ) 8 11

5. სამტრედია 8 9

6. ვიტ ჯორჯია 8 9

7. შევარდენი 8 9

8. გარეჯი 8 8

9. რუსთავი 8 7

10. სპაერი 8 7

დატოვე კომენტარი