ეროვნული ლიგა 2 - ლიდერების დაცემის დღე
ეროვნული ლიგა 2 - ლიდერების დაცემის დღე
დღეს ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 29-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა და ორივეში ეროვნულ ლიგაში გადასვლისთვის მებრძოლი გუნდები დამარცხდნენ.

აუტსაიდერმა წყალტუბოს „სამგურალმა“  მეორეადგილოსან „გაგრას“ უმასპინძლა და მოულოდნელად 3:1 დაამარცხა. შეხვედრა სტუმრებისთვის უიღბლოდ წარიმართა – 44-ე წუთზე გაგა ჩხეტიანის გოლი ოფიციალურ ოქმში ვაჟა მათიაშვილის ავტოგოლად დაფიქსირდა. 48-ე წუთზე ჩხეტიანმა სტუმრებს მეორეც გაუტანა. 73-ე წუთზე „გაგრას“ კაპიტანი რატი ცაცკრიალაშვილი მოედნიდან გააძევეს. ამის მიუხედავად, გუნდმა იბრძოლა და 90-ე წუთზე თამაზ ლომსაძემ სხვაობა შეამცირა. თუმცა,
მსაჯის საფინალო სასტვენამდე მცირე ხნით ადრე, მამუკა ღონღაძემ „სამგურალის“ უპირატესობა გაზარდა და საბოლოოდ – 3:1.

თბილისში, „დავით პეტრიაშვილი – არენაზე“, ერთმანეთს თბილისური გუნდები დაუპირისპირდნენ -„შევარდენი 1906“-მა „ნორჩ დინამოს“ უმასპინძლა და 54-ე წუთისთვის 3:0 დაწიანურდა. პირველად მეტოქის კარი 25-ე წუთზე ფელიპე პაიმმა აიღო, 18 წლის ლაშა ნანობაშვილმა 29-ე წუთზე თავად გაიტანა და მესამე გოლშიც მონაწილეობდა, რომელიც 54-ე წუთზე ისევ პაიმმა მიითვალა და დუბლი შეასრულა. “ნორჩი დინამო” მხოლოდ მატჩის ბოლოს გამოცოცხლდა და ქულის გადარჩენაც შეეძლო: 81-ე წუთზე გივი ქარქუზაშვილმა გაიტანა, ხოლო 84-ე წუთზე – რევაზ გეწაძემ. თუმცა, დინამოელებმა მეტი ვერაფერი მოახერხეს. საბოლოოდ, „შევარდენი 1906“-მა 3:2 მოიგო და მეორე ადგილთან ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირა.

26 ოქტომბერს, ტურის ცენტრალური მატჩი „მცხეთა-პარკზე“ შედგება – მეორეადგილოსანი „ვიტ ჯორჯია“ ლიდერ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს, ხოლო „თელავი“ – „მერანს“. ბოლო თამაში 29 ოქტომბერს დაიგეგმა – ქობულეთის „შუქურა“ „ჩელე-არენაზე“ ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდება და „ცხინვალს“ მიიღებს.