ეროვნული ლიგა 2-ის პლეი ოფი | „ლოკომოტივმა“ „არაგვი“ დაამარცხა, „ოდიშმა“ „იბერიასთან“ ფრედ ითამაშა #1TVSPORT

15:48, 11.12.2025

ეროვნულ ლიგა 2-ში პლეი ოფის შეხვედრები ჩატარდა – ორივე მატჩი უხვგოლიანი და სანახაობრივი გამოდგა, მაგრამ გადამწყვეტი უპირატესობა ვერცერთმა გუნდმა მოიპოვა და წყვილების გამარჯვებულებს საპასუხო მატჩები გამოავლენს.

„არაგვი“ – „ლოკომოტივი“ 2:3

ანგარიში „არაგვის“ ნახევარმცველმა, გურამ ლუკავამ პენალტით გახსნა. სტუმრებიდან კი თავი დენის ამოაკომ, გუნდის კაპიტანმა ლუკა კეკელიძემ და ანდრია ავალიანმა გამოიჩინეს, რომელმაც მასპინძელთა კარი მოედანზე შესვლიდან 10 წამში აიღო.

„იბერია 2“ – „ოდიში“ 2:2

„ბენდელას“ სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში „იბერიის“ 19 წლის მცველმა, გიორგი გოგსაძემ ​31-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 72-ე წუთზე დუბლი შეასრულა და მასპინძლებს მნიშვნელოვანი უპირატესობა მოუპოვა.

79-ე წუთზე თბილისელების მცველმა, გიორგი ქუქალიამ წითელი ბარათი მიიღო, ზუგდიდელებმა კი რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს – ლუკა ბოჭორიშვილმა სხვაობა შეამცირა, ხოლო მოჰამედ სილამ წონასწორობა აღადგინა.

საპასუხო შეხვედრები 15 დეკემბერს გაიმართება:

13:00 | განმუხურის სტადიონი

„ოდიში“ – „იბერია 2“

16:00 | საგურამო. „ლოკო არენა“

„ლოკომოტივი“ – „არაგვი“

მსგავსი