ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერი „გარეჯი" უკრაინელმა სპეციალისტმა, დენის ხომუტოვმა ჩაიბარა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერი „გარეჯი" უკრაინელმა სპეციალისტმა, დენის ხომუტოვმა ჩაიბარა #1TVSPORT

საგარეჯოს „გარეჯს“ დენის ხომუტოვი გაწვრთნის, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენს გუნდს PRO ლიცენზიის მქონე უკრაინელი სპეციალისტი დენის ხომუტოვი გაწვრთნის. წარმატებები ვუსურვოთ ბატონ დენისს“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

43 წლის უკრაინელი სპეციალისტის დანიშვნა მოულოდნელი იყო, რადგან საგარეჯოს „გარეჯს“ საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი გიორგი ონიანი წვრთნიდა. გუნდი ეროვნულ ლიგა 2-ში პირველი ეტაპის შემდეგ 42 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს და მეორეადგილოსანს, ფოთის „კოლხეთს“ რვა ქულით ასწრებს.

ქართველი გულშემატკივარი 43 წლის ხომუტოვს კარგად იცნობს, რადგან მას ორ ქართულ გუნდში უმუშავია. ის ჯერ „გაგრას“ ავარჯიშებდა, ოთხი წლის წინ კი საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ჩაიბარა. ბოლოს ოდესის „ჩერნომორეცის“ საფეხბურთო აკადემიას ხელმძღვანელობდა.