ეროვნული ლიგა 2-ის დებიუტანტი სართიჭალის „შტურმი“ ახალი სეზონისთვის ძლიერდება #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2-ის დებიუტანტი სართიჭალის „შტურმი“ ახალი სეზონისთვის ძლიერდება #1TVSPORT

სართიჭალის „შტურმმა“, რომელიც ეროვნულ ლიგა 2-ში დაწინაურდა, ახალი სეზონისთვის დაკომპლექტება და გაძლიერება დაიწყო. გუნდი თავიდან რეგიონულ ლიგაში თამაშობდა და ბოლო ორ სეზონში ორი ლიგით დაწინაურდა.

„შტურმის“ რიგები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვეს გუგა ახალკაცმა, ბექა რუხაძემ, დავით უდუმაშვილმა, გიორგი გვასალიამ, ნიკა გაბელიამ, ზაქარია ბასილაშვილმა, გურამ შეწირულმა, ნიკა კუჭუაშვილმა, ლაშა ჯინჭარაშვილმა, ომარ ბულუხაძემ, დიმიტრი თუთბერიძემ და თორნიკე მოსიაშვილმა.

კონტრაქტი გაუხანგრძლივდათ და მომდევნო სეზონს ლიგა 2-ში ითამაშებენ თორნიკე კიკნაძე, ვლადიმერ კაპანაძე, საბა კურტანიძე, მამია ტაბეშაძე, გიორგი ხმალაძე, ილია ჯინჭარაძე, ლაშა ბუცხრიკიძე, გურამ ლუკავა, დავით ჩიგოევი, კოსტა ციკალანოვი, ბაჩანა მიქელაძე და ზურაბ გოლუბიანი.

„გაგრიდან“ შეუერთდა გუნდს ბექა შუბითიძე, რომელსაც სხვადასხვა დროს უთამაშია თბილისის „მერანში“, „თბილისი სიტიში“, „შევარდენსა“ და „სპაერში“.️

„შტურმში” ითამაშებს ირაკლი ზარიძეც – „სამტრედიისა“ და „ვიტ ჯორჯიის“ ყოფილი მოთამაშე, რომელნმაც გასული სეზონი ბოლნისის „სიონში“ გაატარა. გუნდის კიდევ ერთი ახალწვეული თემურ ბექაურია, რომელსაც უთამაშია „შევარდენში“, „ვიტ ჯორჯიაში“, „გაგრაში“, „სიონში“, „სპაერში“, ბოლო სეზონი კი თბილისის ,,მერანში“ გაატარა.

ყველაზე ცნობილი და გამოცდილი ახალწვეული კი ნახევარმცველი ზვიად სიხარულიაა, რომელიც 17 წლიდან ეროვნულ ლიგაში თამაშობდა, იყო საქართველოს ასაკობვრივი ნაკრებების წევრი. კარიერა ზუგდიდის „ბაიაში“ დაიწყო, ასევე უთამაშია „ზუგდიდში“, საჩხერის „ჩიხურაში“, „ზესტაფონში“, არაბეთის „ალხაბოურაში“, ბოლნისის „სიონში“, „შევარდენში“, მარტვილის „მერანსა“ და დუშეთის „არაგვში“.