ეროვნული ლიგა 2 | „გონიოს“ რევაზ გოცირიძე გაწვრთნის #1TVSPORT
„გონიოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლევან ჯოხაძე რევაზ გოცირიძემ შეცვალა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, „გონიოსა“ და ლევან ჯოხაძეს შორის მოქმედი ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა. მისი საქმიანობა საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი იყო – გუნდი გახდა ეროვნული ლიგა 3-ის გამარჯვებული და ლიგა 2-შიც საკმაოდ ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა.
ლევან ჯოხაძის ნაცვლად გუნდს გამოცდილი მწვრთნელი, რევაზ გოცირიძე უხელმძღვანელებს. ის აქამდე წვრთნიდა „საბურთალო 2“-ს, „თელავს“, ქობულეთის „შუქურას“ და თბილისის „ლოკომოტივს“, მისის ხელმძღვანელობით „თელავი“ და „შუქურა“ ეროვნულ ლიგაში დაწინაურდნენ“, – წერია „გონიოს“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.
საფეხბურთო კლუბმა „გონიომ“ სატრანსფერო სიახლეებიც გაასაჯაროვა – კლუბის ახალწვეულია ნახევარმცველი ერეკლე ჯიჯავაძე, რომელიცგუნდს ფოთის „კოლხეთიდან“ შეუერთდა. ჯიჯავაძე ბათუმის „დინამოს“ აღზრდილია, ასევე თამაშობდა საფეხბურთო კლუბ „რუსთავში”.