ეროვნული ლიგა 2 | „გონიომ“ ბრაზილიელი ლეგიონერი დაიმატა #1TVSPORT

12:19, 21.08.2025

„გონიომ“, რომელიც ეროვნულ ლიგაში გადასასვლელად იბრძვის, ავთანდილ ებრალიძის შემდეგ იტალიის მოქალაქეობის მქონე ბრაზილიელი ფეხბურთელი – ვინისიუს ბელოტი დაიმატა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„საფეხბურთო კლუბი „გონიო“ აქტიურად განაგრძობს გაძლიერებას, ჩვენი კლუბის მორიგი ახალწვეული ვინისიუს ბელოტია.

ბრაზილიელი ფეხბურთელი იტალიის მოქალაქეა, პოზიციით შემტევი ნახევარმცველია, შეთანხმება უკვე მიღწეულია – ფეხბურთელი უახლიეს დღეებში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „გონიოსთან“ კონტრაქტს 1+1 სისტემით გააფორმებს“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობილი გახდა, რომ „გონიოს“ ტრანსფერის განხორციელებაში ფეხბურთელის წარმომადგენელი ნიკო პატარქალიშვილი და საერთაშორისო საფეხბურთო სააგენტო „მარკეტინგ ესპორტივო“ დაეხმარა.

ბელოტი ბოლოს ბრაზილიის რანგით მეორე ლიგის „ამაზონის“ ღირსებას იცავდა. თამაშობდა პორტუგალიური „ბოავიშტას“ აკადემიაში. გარდა ამისა, გამოდიოდა იტალიური „ფიორენტინას“ 19-წლამდელთა გუნდსა და ბულგარეთის უმაღლეს ლიგაში.

მსგავსი