ეროვნული ლიგა - „ტორპედოს“ თამაში გადაიდო
ეროვნული ლიგა - „ტორპედოს“ თამაში გადაიდო

დღეს, ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-20 ტურის შეხვედრები იწყება. ტური “სამტრედიისა” და ბოლნისის “სიონის” მატჩით გაიხსნება – თამაში 17:30 საათზე თბილისში, “მიხეილ მესხი 2”-ზე გაიმართება.

შაბათს, 11 აგვისტოსაც ერთი თამაში გაიმართება. “კოლხეთი 1913” გათამაშების ლიდერს, “საბურთალოს” 17:30 საათზე მიიღებს. შეხვედრაფოთის “პარკი არენაზე” გაიმართება.

დარჩენილი სამი მატჩი კვირას გაიმართება: 12 აგვისტოს, თბილისური დერბი გაიმართება: “ლოკომოტივი” “მიხეილ მესხი 2”-ზე “დინამოს” უმასპინძლებს. ტურის ცენტრალური შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება – გორის “დილა” საჩხერეს “ჩიხურას” მიიღებს. შეხვედრის პირდაპირ ტელეტრანსლაციას 19:00 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.

კვირას, 19:00 საათზე, “მიხეილ მესხის” მთავარ არენაზე “რუსთავისა” და ქუთაისის “ტორპედო” შეხვედრა უნდა გამართულიყო. მაგრამ ფეხბურთის ფედერაციამ გაითვალისწინა ქუთაისელთა თხოვნა და გუნდი ევროპის ლიგაზე ალბანურ “კუკეშთან” განმეორებითიი შეხვედრისთვის უკეთ რომ მოემზადოს, ეს მატჩი გადაუდეს, ისევე როგორც ისევე როგორც 6 აგვისტოს გორის “დილასთან” დაპირისპირება.