„ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს მხარდამჭერები შეძახილებით დახვდნენ [ვიდეო]

თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს მხარდამჭერები შეძახილებით დახვდნენ.

გიორგი ჭელიძის ინტერესებს 16 ადვოკატი დაიცავს. ადვოკატების თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ ჭელიძის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძის მხარდამჭერი აქციაც გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მისი გათავისუფლება მოითხოვეს.

გიორგი ჭელიძეს ბრალი სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.