„ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს 16 ადვოკატი დაიცავს
„ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს 16 ადვოკატი დაიცავს

„საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრის გიორგი ჭელიძის ინტერესებს 16 ადვოკატი დაიცავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჭელიძის ადვოკატებმა განუცხადეს. მათი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ ჭელიძის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძის მხარდამჭერი აქციაც გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მისი გათავისუფლება მოითხოვეს.

გიორგი ჭელიძეს ბრალი სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ჭელიძის საქმეზე პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს იმართება.