ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში სეზონი 16 ოქტომბერს დაიწყება

14:42, 03.08.2018

ცნობილი გახდა NBA-ის 2018-19 წლების რეგულარული ჩემპიონატის დაწყების თარიღი.

გაზეთ „ბოსტონ გლოუბის“ (Boston Globe) მიერ გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში რიგით 73-ე სეზონი 16 ოქტომბერს დაიწყება.

ასევე ცნობილია პირველი სათამაშო დღის ორი წყვილი:

ბოსტონი – ფილადელფია
გოლდენ სტეიტი – ოკლაჰომა

მსგავსი